ვერანაირი ხელისუფლება ვერ დააშინებს ჟურნალისტებს

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი გზავნილია ქართველი ხალხისადმი და ყველა მათდამი, ვინც დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს. მთავრობა მყარად იცავს ამ პრინციპებს და ოპოზიციის ლიდერებთან იმისათვის თანამშრომლობს, რომ მშვიდობიანი გზები მოძებნოს იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა.
საქართველოს მთავრობა შეხვედრას განიხილავს როგორც გულწრფელ და გამჭვირვალე პროცესს, რომლის მეშვეობითაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ადმინისტრაცია პატივს მიაგებს ვარდების რევოლუციის სულისკვეთებას და გამოცდილებას და აგრძელებს დემოკრატიის იმ პრინციპების დამკვიდრებას და განვიტარებას, რომელიც უკვე არსებობს საქართველოში.
ხელისუფლება მიესალმება დიალოგის შესაძლებლობას, რათა გადადგას ახალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ეროვნული კონსენსუსის შესაქმნელად; რათა გაფართოვდეს უფლებები და შესაძლებლობები, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ნიშანს.
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელსაც ოპოზიცია უხელმძღვანელებს და რომლის მიზანი იქნება დაბალანსებული კონსტიტუციური მოდელის შექმნა. მან ასევე შესთავაზა იმუშაონ კონსტიტუციის კოდექსსა და სასამართლო რეფორმაზე, ამას გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობა შესთავაზა.
"ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში აქვს შანსი იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენთან ერთად ააშენოს ცივილიზებული დემოკრატია. აშენოს დემოკრატია, რომლის პირობებში ყველა პატივით მოეკიდება ერთმანეთს, ერთმანეთს ყველა ცივილიზებული ფორმით მოექცევა და ერთობლივად იღვაწებს საქართველოს მომავლისათვის.
ჩვენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო, რადიკალურ და ზომიერ ოპოზიციას შევთავაზეთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანასწორობაზე და იმუშავებს დაბალანსებული საკონსტიტუციო მოდელის შექმნაზე. იმ მოდელის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას, ისევე როგორც ძლიერ პარლამენტს, დამოუკიდებელ სასამართლოს, სადაც ყოველი ადამიანის ინტერესები უკეთ იქნება დაცული.”
წინა კომისიის თავმჯდომარე მომზადებული იყო პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ. მე ვთავაზობ ოპოზიციურ ლიდერებს პროცესს და ჩვენ ვართ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან და მონაწილეობა მივიღოთ შეხვედრებში.
მე ასევე შევთავაზე მათ დავიწყოთ მუშაობა საარჩევნო კოდექსზე. რაც არ უნდა იყოს დღეს, ნებისმიერი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება ისეთი რადიკალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ იმ შედეგებს დაეთანხმება და აღიარებს, რომელთა მიხედვით გამარჯვება მათ მხარეს იქნება. გულწრფელად ვაღიაროთ, ასე იყო დღემდე. ზოგიერთი ჯგუფისთვის არჩევნები არეულობის გამოწვევის შანსია, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ საარჩევნო სისტემა ისეთი უნდა იყოს, რომ ვერავინ გაბედოს რეზულტატების გაპროტესტება და მათ გამოყენება არეულობისათვის.”
როგორც სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტების უფლებებს. ვერანაირი ხელისუფლება ვერ დააშინებს მათ და ნურავის ექნება ილუზია რომ ან მე ან ქართული სახელმწიფო დაუშვებს ტერორს ჟურნალისტების მიმართ. მე ვეთანხმები ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს ამ საკითხთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი დადებით შედეგს გამოიღებს ჩვენი პატივისცემის ძირითადი სუბიექტის მიმართ, ვისთვისაც მე და პასუხისმგებელი ხალხი მუშაობს ამ ქვეყანაში - ეს არის საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოება" _ აცხადებს სააკაშვილი.