"ენერგო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომლებმა 70 წლის ინვალიდი ქალბატონი სცემეს

"ენერგო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომლებმა 70 წლის მეორე ჯგუფის ინვალიდ ქალბატონს და აფხაზეთის ომის ვეტერანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს, ინციდენტი დეკემბრის ბოლოს ქალაქ ზუგდიდში მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა, აფხაზეთიდან დევნილი შამათავების ოჯახი 16 წელია რაც ამ ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში ცხოვრობს, მთავრობისგან დახმარების სახით ყოველ თვე თითო სულზე 28 ლარს იღებენ, ოჯახის უფროსს ომის ვეტერანს კი პენსიის სახით 20 ლარი დაენიშნა.

ადამიანმა რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე სამხედრო სამსახურში იმუშავა და ქვეყნისა და ერის წინაშე მოვალეობა პირნათლად შეასრულა დღეს აღარავის ახსოვს. ნ.შ. სამსახურიდან იმ მიზეზით გაანთავისუფლეს, რომ 45 წელი შეუსრულდა და საკმარისი ჩინი არ აღმოაჩნდა, დღეს ის უმუშევარია. დავიწყებულ მებრძოლს იმ მიზეზით, რომ ელექტროენერგიის გადასახადი დროულად ვერ გადაიხადა ელექტროხაზი გადაუჭრეს და როცა თხოვნით მიმართა "ენერგო-პრო-ჯორჯის" თანამშრომლებს ახალ წელს ოჯახი სიბნელეში არ დაეტოვებინათ, მათ ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მაყენეს: საქმე ისაა, რომ ენერგოკომპანიის ის თანამშრომლები რომლებიც აღნიშნულ ქუჩაზე იყვნენ მიმაგრებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოპებოდნენ, ვალში არც შამათავების ოჯახი დარჩენილა, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ქალმა მამისა და ბებიის შეურაცმყოფელები ახლობლების დაცვის მოტივით სცემა.

ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქციამ სიტუაციის გარკვევა სცადა და კომპანიის ზუგდიდის ოფისს მიმართა, მაგრამ მათ ჟურნალისტების დანახვაზე ჩხუბი დაიწყეს და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს თავი შეგნებულად აარიდეს, ენერგოკპმპანიის თანამშრომლებმა თავი იმართლეს და ჟურნალისტებს ბრალი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაგვდეს. ოფისის უფროსი კი თითქოს ორი წუთით გასული საერთოდ დაიკარგა. ანალოგიური შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირებულა თუმცა ამაზე ხმამაღლა დღემდე არავის უსაუბრია.

P.შ. საქმეში უკვე ჩაერთო ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი". უფლებადამცველმა ორგანიზაციამ შეადგინა სპეციალური წერილი რომელიც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს გაეგზავნება. წერილში აღნიშნულია, რომ სამსახური უნდა დატოვონ ენერგოკომპანიის მოძალადე თანამშრომლებმა, "საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტის" დამფუძნებლების თქმით, ისინი სპეციალურ წერილში მინისტრს "ენერგო-პრო-ჯორჯიას" ზუგდიდის სამსახურის საქმიანობის მონიტორინგს სთხოვენ.

[დაჩი კვიკვინია, "ღია ბოქლომი" #10]

P.P.S. ძვირფასო ზუგდიდელებო, თუ "ენერგო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომლებთან ურთიერთობისას სირთულეებს შეხვდებით დარეკეთ ჟურნალ "ღია ბოქლომის" ცხელ ხაზზე: 8(215)2-87-05. თქვენს უფლებებს ჩვენი ჟურნალისტები დაიცავენ.