დაჭრილ მეგრელიძეს პოლიციელებმა ცემა დაუწყეს

ამ რამოდენიმე ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველომ წალენჯიხის რაიონში რემიკო ფიფიას ოჯახში ჩვეული მეთოდებით დადგმული "სისხლიანი" სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც მოკლული იქნა სოფელ ლიას მკვიდრი, 23 წლის ჯიმი მეგრელიძე. რემიკო ფიფია, დათო კალანდია და მერაბ გურჩიანი კი დააკავეს.
როგორც პოლიციელების ერთი ნაწილი ამბობს, რემიკო ფიფიას ოჯახს ძარცვის მიზნით თავს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ჯიმი მეგრელიძე, დათო კალანდია, და მერაბ გურჩიანი დაესხნენ, თუმცა ვანო მერაბიშვილის სტრუქტურას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტაილი გამორჩა მხედველობიდან, პირობითად `მძარცველებთან~ ერთად ასორმოცდაათმა სპეცრაზმელმა უცნობი მოტივით ოჯახის უფროსი რემიკო ფიფიაც დააკავა. 
სხვა სამართალდამცავების განცახდებით კი გარდაცვლილი სოფელ ლიას "მაყურებელი" იყო და სპეცოპერაციის ღამეს ჯიმი მეგრელიძე, რემიკო ფიფია, დათო კალანდია და მერაბ გურჩიანი თავდასხმას გეგმავდნენ ერთ-ერთ მიკროავტობუსზე, რომელსაც ზუგდიდიდან ლიაში 5 000 ლარი უნდა გადაეტანა. 
 აღნიშნულს მეგრელიძეს მშობლები აბსურდს უწოდებენ და დასძენენ, რომ მათი შვილი სოფელში პატიოსნებით გამოირჩეოდა. 
უზუსტობებმა, რომელიც ამ საქმეში გამოვლინდა ჩვენი ინტერესი გამოიწვია და ბურუსით მოცული სპეცოპერაციის დეტალების გარკვევას შევუდექით.
როგორც "ღია ბოქლომმა" შეიტყო გარდაცვლილი მეგრელიძე სპეცოპერაციის შედეგად მძიმედ დაიჭრა და გონება დაკარგა, მიუხედავად ამისა ის ხელბორკილით ბოძზე მიაბეს (ამას ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაფიქსირებული ცხედრის მარცხენა ხელის მაჯაზე არსებული სისხლჩაქცევებიც მოწმობს) და ორი საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მასთან მიახლობის საშუალება არ მისცეს. საავადმყოში გადაყვანილ მომაკვდავს, როგორც ამას მისი დედა ნინო დარასელია ამბობს, რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ცემა დაუწყეს თან უყვიროდნენ "შენ კიდევ ცოცხალი ხარ"-ო?!.
ჭითაწყარის საავადმყოფოში აპარატზე მიერთებული მეგრელიზე 5 დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა: ამ დროის განმავლობაში დედ-მამას შვილის ნახვის საშუალება სამართალდამცავების მეთვალყურეობით მხოლოდ ერთხელ მიეცათ. მე-6 დღეს ახლობლებმა საავადმყოფოს თანამშრომლებისგან შეიტვყვეს, რომ მეგრელიძე გარდაიცვალა, ხოლო ცხედრის გადაცემაზე პოლიციელებმა მათ უარი უთხრეს.
აღნიშნულის გამო, მოკლულის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს მოგვმართეს და დახმარება გვთხოვეს.
9 მაისს საღამოს 6 საათისთვის საავადმყოფოში სიტუაციის გასარკვევად მისულ ჟურნალისტებს მიმღებში და სამედიცინო დაწესებულების პერიმეტრზე 50-მდე პოლიციელი და ამდენივე დაზარალებულის ახლობელი დაგვხვდა. პროფესიული მოვალეობის შესრულება მედიის წარმომადგებნლებს გაუსაძლის პირობებში მოგვიხდა. ჯერ, სამართალდამცავებმა მიმღებში შესვლის უფლება არ მოგვცეს, შემდეგ კი ფიზიკური და სიტყვიიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ჩემი ცემა ირაკლი ახალაიამ, თემურ თორიამ, ირაკლი ჯობავამ, ლაშა ექონიამ და სხვა პოლიციელებმა მაშინ დაიწყეს, როდესც საავადმყოფოში შესვლას და ექიმებთან გასაუბრებას ვცდილობდი. რადიო ‘მწვანე ტალღის~ კორესპონდენტს სოსო ხოფერიას კი მობილური მხოლოდ იმიტომ წაართვეს, რომ მომხდარის ტელეფონის ვიდეო კამერით გადაღება შეძლო და ამის შესახებ პირდაპირ ეთერში სპეციალურ ჩართვას გეგმავდა. დაახლოებით ერთ საათში მას დამტვრეული აპარატი უკან დაუბრუნეს. "პრესა.გე"-ს წარმომადგენელს ნანა ფაჟავას კი კადრების გადაღების გამო კამერას უმტვრევდნენ, დაცვის სამსახურის "ედელვაისის" უფროსმა ვინმე დავით ბულიამ კი ჩვენს კოლეგას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ტელეიმედის" თანამშრომელს ლაშა ბერულავას და მის ოპერატორს აკაკი პერტაიას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში აგრეთვე ხელი შეუშალეს...
ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ექონია, რომელსაც დაავიწყდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა მოსახლეობის დაცვაა და არა მასმდიის წარმომადგენლების ცემა-ტყეპა და ტელეფონისა თუ ვიდეოკამერის დამტვრევა. ბატონო ლაშა, მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ თქვემნი საქციელისთვის უახლოეს მომავალში პასუხს აგებთ...
საბოლოოდ პასუხი არავინ გაგვცა, სამედიცინო დაწესებულების უფროსი როლანდ ახალაია კაბინეტში ჩაიკეტა და ტელეფონზე ჟურნალისტების ზარებს არ უპასუხა.  
მიმღებში პოლიციელებისგან ლანძღვა
გინებას რომ ვიტანდით, ამ დროს ქუჩიდან ყვირილის ხმა მოგვესმა, გარეთ ნანახმა ყოველგავრ მოლოდინს დაგააჭარბა, ჯიმი მეგრელიძის ცხედრის გამოტანას და პროზექტურაში გადასვენებას სამართალდამცავები გვერდითა გასასვლელიდან ფარულად ცდილობდნენ, რისი შემსწრეც გარდაცვლილის დედა და ნათესავები გახდნენ. სიტუაცია დაიძაბა, ძალოვანებსა და მეგრელიძის ახლობლებს შორის კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ჭირისუფლები სამართალდამცავებს გამეტებით ურტყამდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალოვანმა უწყებამ კონკერტულ სიტუაციაში დიდი თავშეკავებულობა გამოიჩინა...
პროზექტურაში მისულ ჟურნალისტებს ადგილზე 100-მდე სპეცრაზმელი და პოლიციელი დაგვხვდა. მათ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე შენობასთან 20 მეტრის რადიუსში მიახლოება აგვიკრძალეს. რაიონული პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსს ლევან დარასელიას მისი თანამშრომლების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მოვახსენეთ და რეაგირება მოვთხოვეთ, მაგრამ პასუხად ირონია მივიღეთ.
გაზეთ `რეზონანსის~ ჟურნალისტს კი დარასელიამ პირდაპირ მიახალა ქვეყნის და საერთაშორისო კანონები არ გვაინტერესებს _ მხოლოდ ბრძანების შესრულებაა ჩვენთვის პრიორიტეტიო.
ნებართვის გარეშე ჩატარებული, უკანონო ექსპერტიზა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარი ღამის 4 საათზე სოფელ ლიაში გადაასვენეს, სადაც "ღია ბოქლომმა" შემზარავი კადრების გადაღება შეძლო. ფოტოებზე კარგად ჩანს თუ რა ვითარებაში და როგორ იქნა მოკლული ჯიმი მეგრელიძე... 
სხეულს 15 იარა აღენიშნება. სახეზე, მკლავზე, წელზე და კეფაზე ჩანს სისხლჩაქცევები, რაც სიკვდილამდე მისი ცემის ფაქტს ადასტურებს. გულმკერდის, ზურგის და მუცლის არეში სავარაუდოდ, დანით და ავტომატური იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული...
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ ის პოლიციელებმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს შემდეგ კი რამოდენიმეჯერ, გაურკვეველი წარმოების ცეცხლსასროლი იარაღის 9 მილიმეტრიანი ტყვიები ესროლეს.
თუმცა საპირისპიროს ამბობენ შსს წარმომადგენლები, მათი თქმით გარდაცვლილმა სპეცოპერაციის მიმდინარეობისას საპასუხო ცეცხლი გახსნა და ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა.
"ღია ბოქლომს" ერთ-ერთმა სამართალდამცავმა საყურადღებო ინფორმაცია მიაწოდა: გარდაცვლილი როდესაც საავადმყოფოში გადაყავდათ ერთი წუთით გონზე მოვიდა და უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა: "ჩემს მეუღლეს გადაეცით, რომ უდანაშაულო ვარ"-ო. 

ილია ჩაჩიბაია