ზუგდიდის გამგებელის მანქანის ქვეშ ქალი შეძვრა [video]


1 საათის განმავლობაში დიდი თუ პატარა ცდილობდა შენგელია გამოსვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს პოლიციელებმა ადამიანი, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს არ უქმნიდა და კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ჩადიოდა, წიხლების და მუშტების დახმარებით გამოათრიეს. ცხოველივით საკაცეზე დააგდეს და საავადმყოფოსკენ გაამგზავრეს. საპატრულო პოლიციის ვერაგობის ამბავი, კარგადაა ცნობილი ამიტომ “03”-ის ავტომანქანას უკან გავყევით.


უკვე, ზუგდიდის მოსახლეობის 50%-მა მაინც იცის თუ ვინ არის ლიკა შენგელია, ის ზუგდიდელი პროკურორის ფატი შენგელიას და გახლავთ და ადგილობრივი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი გაწერელიას, ცოლის დაა.
გამგებელზე შეყვარებული ლიკა შენგელია, მრავალი წელია ალექსანდრეს მოსვენებას არ აძლევს. რა მოხდა და რა ჩაიდინა სააკაშვილის გამგებელმა ქალი ამ დღემდე, რომ მიიყვანა, ჩვენთვის მაინც გაურკვევლი დარჩა, მაგრამ ეჭვი მეპარება, ლიკა შენგელია ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს, სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება ადამიანს ქობალიას

საავადმყოფოს მიმღებში სიტუაციის გარკვევას შევეცადე და ლიკა შენგელიას აღნიშნული ა-ლოგიკური საქციელის მიზეზი ვკითხე, რომელიც გაიძახოდა: სახლში მინდა, სახლში მინდაო, მაგრამ პოლიციელები წასვლას არ ანებებდნენ. მიპასუხა: “ძალიან მიჭირს და არ მეხმარებიან, გავწვალდი გენაცვალე, აღარ მინდა სიცოცხლე”-ო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა თავზე სამართალდამცავები წამოგვადგნენ, შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება, და შეეცადე დაწყნარდე-ო ირონიული და მუქარა ნარევი ტონით უთხრეს შენგელიას...

როგორც ჩანს, კუდ-ის უფროსმა პატივცემულმა ირაკლი გაწერელიამ “კარგად” იზრუნა, იმაზე, რომ ეს საქმე არ გახმაურებულიყო...
კადრები ეკუთვნის presa.ge–ს
ილია ჩაჩიბაია