ეს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ და დავით დადიანმა იცოდნენ?!

სასწრაფოდ მოაშორეთ შეურაცხმყოფელი წარწერა ისტორიულ შესასვლელს!!!



ძვირფასო მკითხველო საქართველო, რომ ბოლო პერიოდში უკანონობის ბუდედ იქცა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა მეგრელი მთავარნი თუ ამას იკადრებდნენ რაზეც ახლა უნდა გიამბოთ, ნამდვილად არ ველოდი. 

ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენს რედაქციას თბილისელი ჟურნალისტები ესტუმრნენ და ზუგდიდის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება გვთხოვეს, სტუმრები პირველ რიგში დადიანისეული სასახლის და ბოტანიკური ბაღის სანახავად დავპატიჟეთ. როცა ისტორიულ შესასვლელს მივუახლოვდით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ყურადღება მიაქცია ერთ წარწერას, რომელიც ზედ ჭიშკარზე დიდი რუდუნებით იყო მიმაგრებული. წარწერის მიხედვით დადიანების ჭიშკარის ასლის დამზადებაში დიდი წვლილი შეუტანიათ ალიკა ქობალიას, გიგი უგულავას და ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ უკანასკნელმა თურმე პროექტს საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია, რაც სრული სიცრუეა. 

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ უპირველესად სტუმრების წინაშე შემრცხვა, შემდეგ კი გულწრფელად შევშფოთდი და სამეგრელოს და საერთოდ ქართველი ხალხის მომავალზე გულწრფელად დავფიქრდი თან თვლაზე სიმწრის ცრემლი მომადგა. ნუთუ ასე გაუტიეთ თქვე შვიდთვიანო ზუგდიდელო ჩინოვნიკებო, რომ მეგრელი ხალხის სიამაყეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ქობალიას და გიგი უგულავას სახელებით ამკობთ? შესასვლელის ასლის დასამზადებელი ფული თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან არის გადახდილი და არა თქვენს მიერ, საკუთარი სახელების უკვდავსაყოფად, ასეთი სიბინძურე, რომ მოგიფიქრებიათ. თქვენ შეურაცყოფას აყენებთ არამარტო მეგრელ ხალხს, არამედ თვით დადიანების ხსოვნას და კიდევ ერთი ვაი იმ თანამედროვე დადიანებს, რომლებმაც მსგავსი "მემორიალური დაფის" არსებობა დაუშვეს და მეტიც, საკუთარი სახელებიც გამოაჭენეს ამ სამარცხვინო და ერის შეურაცმყოფველ წარწერაზე. ეს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ და დავით დადიანმა იცოდნენ საფლავში გადაბრუნდებოდნენ. სირცხცვილი, სირცხვილი და კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ ზუგდიდელო "მთავარნო" ამ უხამსი სახელებით, რომ აგიჭრელებიათ ჩვენი სანაქებო სასახლის ჭიშკარი. 

P.შ. და ბოლოს ვიტოვებთ იმედს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები გონს მოეგებიან, შეიცნობენ საკუთარ ავს და სასწრაფოდ ჩამოხსნიან სამარცხვინო სახელებით სავესე დაფას. თუ თქვენ არ ჩამოხსნით, ახალი გუბერნატორის კეთილგონიერების იმედიღა დაგვრჩენია... ან თვითონ მივხედავთ ამ საქმეს - მეგრელები. 

და კიდევ ერთი უნდა რცხვენოდეს მუზეუმის დირექტორს ლილი ბერაიას, მის სახელსაც მალე ბევრ კონტექსტში ავაჟღერებთ... - ქალბატონო ლილი ჩვენგან ერთი რჩევა მიიღეთ - ეკატერინეს "გარშოკებს" თავი დაანებეთ (თქვენ იცით რასაც ვგულისხმობთ), თორემ მალე სახლში მოგიწევთ დაბრუნება, სჯობს ამ წარწერის ჩამოხსნაზე იფიქროთ.