სენაკში საეკლესიო გაზეთის რედაქტორს მოკვლით ემუქრებიან

სამეგრელოში, თავგასული სახელმწიფო მოხელეები, რომ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობენ ეს ყველამ იცის, თუმცა არავის ეგონა, რომ ისინი გაბედავდნენ იმას რაზეც ახლა უნდა გიამბოთ.

რამოდენიმე დღის წინ სენაკში გამომავალი რელიგიური გაზეთის "მრწამსის" მთავარი რედაქტორი ლანდა მასხულია დაგვიკავშირდა და მასზე განხორციელებულ ტერორზე რეაგირება გვთხოვა.

"გამგეობის თანამშრომლებს და მის მეგობრებს ჩემი მოკვლა უნდათ და თუ არ დამეხმარებით ეს დაპირისპუირება სავალალო შედეგით დამთავრდებაო" – შემომჩივლა შეშინებულმა და ხმააკანკალებულმა ქალბატონმა.

"ღია ბოქლომი" საქმის დეტალებით დაინტერესდა და ქალბატონი ლანდას სკანდალური განცხადბის შემდეგ გამგეობის თანმშრომელს ტარიელ ლაკიას გაესაუბრა.

ლანდა მასხულია: "წუხელ სახლში მომივარდნენ, მაგინებდნენ და მოკვლით მემუქრებოდნენ, დამარტყეს კიდეც. ჩემს შვილს, რომელიც 14 წლისაა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცყოფა, იმდენად უცენზუროდ საუბრობდნენ, რომ ციტირებასაც ვერ მოვახდენ. მათი გაღიზიანება გამოიწვია ჩემს გაზთში დაბეჭდილმა წერილმა, სადაც საუბარია თუ როგორ მცემა ტარიელ ლაკიამ 1 თვის წინ, მამიდამისის გასვენებაში. "მრწამსში" ხშირად იბეჭდება კრიტიკული სტატიები, ფაქტობრივად ერთადერთი დამოუკიდებელი გამომცემლობაა რაიონში, ამიტომ მიმდინარეობს ჩემი დევნა. თანამდებობის პირები საღი აზრის გამოთქმის გამო ოპოზიციონერად აღმიქვამენ. მიშველეთ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია.

რედაქტორის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამაგიეროდ მასხულიას მოკვლას, რომ გეგმავს სულაც არ მალავს სენაკელებისთვის კარგად ცნობილი ტარიელ ლაკია.

ტარიელ ლაკია: "გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში, ნათქვამია, რომ მე ვარ ნარკომანი, ოჯახის წევრები მაყენებენ შეურაცყოფას, აგრეთვე ვკითხულობთ, რომ ჩემს 4 წლის გოგონას თმებით ითრევენ იმის გამო, რომ მე ცუდიად ვექცევი მასხულიას. ეს ქალი ნაძირალააა, უსინდისო და ალკოგოლიკი. 1 თვის წინ მამიდაჩემის გასვენებაში იმყოფებოდა, ალკოჰოლური სასმელის იმდენად დიდი დოზა მიიღო, რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა _ ინვალიდი ბავშვიც კი სცემა, ამიტომ ქელეხიდან ლანდას გაგდება მომიხდა. აი, ეს არის მიზეზი რატომაც წერს ჩემზე ასსეთ საშინელებებს. საჯაროდ ვაცხადებ, ლანდა მასხულიას აუცილებლად მოვკლავ თუ არ შეწყდება ჩემზე და ჩემს ოჯახზე მსგავსი უსაფუზვლო პუბლიკაციების გამოქვეყნება."

დაპირისპირებული მხარეები სარჩელის შეტანას როლანდ ახალაიას პროკურატურაში გეგმავენ. მანმდე კი ჟურნალისტი, შველას საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა დამცავველ ორგანიზაციებს სთხოვს. 

იმედია სახელმწიფო მოხელეებს ეყოფათ კეთილგონიერება და საეკლესიო გაზეთის რედაქტორს ფიზიკურად არ შეეხებიან. მასხულიას ადგილსამყოფელი დღესდღეობით უცნობია, როგორც ის ამბობს მოსალოდნელი თავდასხმის შიშით თავი სენაკის ერთ-ერთ სოფელს შეაფარა და საკუთარ ქვეყანაში გავლენიანი პოლიტიკოსების შიშით დევნილად იქცა...


[დაჩი კვიკვინია
"ღია ბოქლომისთვის", სენაკი]