გმირები – ანომალიური ფაქტი...

18 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრისას ხუთი ზუგდიდელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოებულთა შორის არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი პროკურორი როლანდ ახალაია, ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია, და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია.

ამ ფაქტმა სამეგრელოში, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი საზოგადოება პატრიარქს დიდ პატივს სცემენ, ისინი ამბობენ, რომ ილია მეორე შეცდომაში შეიყვანეს.…

პაატა სორდია: "ეს ამბავი სასიამოვნო ნამდვილად არ არის. დაჯილდოვების არასს ვერ ვხვდები. ორდნებს გადასცემენ მხოლოდ საზოგადოებისთვის მისაღებ პირებს, რომლებმაც მთელი ქვეყბნისთვის თანაბარი მნიშვნელობის სიკეთე გააკეთეს და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის.

რეპრესიული აპარატის წარმომადგენლის დაჯილდოება არასწორია.

შუა საუკუნეების შემდეგ ევროპაში მსგავსი პრეცენდენრი არ ყოფილა. რომის პაპის მიერ ინკვიზიციის პროკურორების დაჯილდოებას თუ არ ჩავთვლით".

ლარისა აბრალავა: "ძალიან გამიხარდა ბატონი, როლანდი, რომ დააჯილდოვეს _ მან საქართველო ფეხზე დააყენა".

კახა მიქაია: "ეს არის ანომალიური შემთხვევა. ილია მეორეს ძალიან ვაფასებ, როგორც ერის სულიერ მამას, მაგრამ ვფიქრობ, რმ იგი მოატყუეს, არც ისაა გამორიცხული, რომ სააკაშვილის მთავრობამ მასზე მოახდინა დიდი ზეწოლა".

ნაზი ბაძაღუა: "ალიკა ქობალიამ და ზაზა გოროზიამ რაღა დააშავეს?! ილია მეორეზე მიმდინარეობს სერიოზული ტეერორი სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება აიხსნას მომხდარი? დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა პატრიარქს სამეგრელოში ვიზიტის დროს სულ თან დაჰყვებოდა ბაჩო ახალაია, იბადება კითხვა, რა ესაქმება თავდაცვის მინისტრს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან? ჩვენი რეგიონისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი დიდი სასულიერო პირის სტუმრობა, მაგრა მიუღებელია ისიც, რომ ვინმემ ერის ავტორიტეტულ ფიგურაზე ზეწოლა მოახდინოს. ამ წუთიდან საპატრიარქოს ვთხოვ გააორმაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვა"’

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უწნდესს, პროკურორის და სხვა დაჯილდოვებული პირების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდ-ცაიშის ეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა გერასიმემ მიაწოდა, თუმცა ამ ეტაპზე მეუფესთან დაკავშირება არ ხერხდება.


[ფოტოზე: როლანდ ახალაია

სამეგრელო–ზემო სვანეთის

საოლქო პროკურორი]

[ილია ჩაჩიბაია]