ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: საოცრებები, რომელიც სიმართლეზე მეტია

გ.თ. - ძალიან მარტივი ზომები არსებობს. დეპუტატს აქვს იარაღის ტარების უფლება და მის მიმართ თუ განხორციელდება ისეთი ქმედება, როგორიც არის იარაღის ხმარება ან ე.წ. ბეისბოლის ბიტა, ან მძიმე საგანს დავუნახავ ხელში ან დანას. გუშინ ასეთი რამ არ მომხდარა, ნამდვილად.დ.ს. - ხვალ იარაღს ესვრი?გ.თ. - დანიან კაცს ვესვრი!დ.ს. - ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან და გეუბნებიან, - შე გამყალბებელო, შე მატყუარა, შე ფლიდო, და გაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტარი ხარ, უფრო სწორად ამბობ, რომ ხარ, უნდა იტანდე შეურაცხყოფას, რასაც გეუბნებიან... იარაღს ესვრი?..გ.თ. - თქვენისთანა აფერისტები ვინ მინახავს, მე დანიანებზე ვლაპარაკობ.დ.ს. - ამას სიტყვა კი არ უნდა მისცე, უნდა გააძევო აქედან. როგორ ბედავ, რეკავ და მერთვები. ჯერ შენ ჩემამდე მოდი, ჩემი ფეხის ფრჩხილამდე მოდი და მერე მელაპარაკე, - ბავშვებს იარაღს ესვრი, შენ ჩაიმარხე ახლა, იმას ფიქრობ, როგორ გამოძვრე სიტუაციიდან - როგორ გაბედე ეს! ეს როგორ თქვი, ბიჭო!გ.თ. - სახლში გყავს შენ ბიჭოები.დ.ს. - მაგ იარაღს შენ სადღაცა გაგაკვეტებენ, თუ ბევრს ილაპარაკებ.გ.თ. - ორღობის ქალივით ნუ წიწინებ.დ.ს. - ენას ამოგაცლი, შე ლაწირაკო! ვის ელაპარაკები, შე ნაბიჭვარო!
ეს საოცარი საუბარი რადიო “პალიტრას” ეთერში შედგა ასევე ორ საოცარ ადამიანს – დავით საგანელიძესა და გია თორთლაძეს შორის. ამ საოცარ საუბარს კი, წინ მრავალი საოცრება უძღვოდა, რაც ყველაზე კარგად, ნათლად და საოცრად ქართულ ინტერნეტ–ფორუმებზე დაინახეს.
ფორუმელების მიერ ახლადგახსნილი ჭორ-ნიუს სააგენტო - ni2news.ge უკვე იმდენად პოპულარული გახდა ფორუმელებს შორის, რომ სხვა, არაჭორბიუროების ამბებს ლამის ეჭვის თვალით უყურებენ. ფორუმული სიმართლე ხომ ნამდვილ სიმართლეზე მეტია!
რუსეთი თავის ახალ იარაღს საქართველოზე ცდის.როგორც მეტეოროლოგიის და კარტოგრაფიის ინსტიტუტში გვაუწყეს, ამ ბოლო დროს გახშირებული თავსხმა წვიმები, სეტყვა და უამინდობა დაკავშირებულია რუსეთის მიერ ახალი კლიმატური იარაღის გამოცდებთან, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღად ითვლება და აკრძალულია. ინსტიტუტის დირექტორმა ანზორ ბერმუხაშვილმა განგვიმარტა, რომ მიუხედავად ამ იარაღის ასეთი გამანადგურებელი ძალისა, რომელიც არამარტო ქონების და სიცოცხლის დაზიანებით გამოირჩევა, არამედ მორალურადაც დემობილიზაციას უკეთებს მტერს, ინსტიტუტის თანამშრომლები მუშაობენ მისგან თავდასაცავი საშუალებების შექმნაზე.
- ”ამ მხრივ კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს და გარკვეული წინსვლაც გვაქვს, თუმცა საცდელი მოდელის გამოცდამ ჯერჯერობით წარუმატებლად ჩაიარა. იმედია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ საშინელი იარაღისგან თავდაცვას”, - განგვიცხადა ბატონმა ანზორმა.
მანამდე კი ექსპერტები მოუწოდებენ მოსახლეობას წვიმის დროს თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისგან და უკიდურეს შემთხვევაში ქოლგა მაინც გამოიყენონ.
ერიკ ფურნიეს სირცხვილის დერეფანს მოუწყობენსაფრანგეთის საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩის განცხადებამ ოპოზიცია გააღიზიანა. როგორც მოგეხსენებათ, ერიკ ფურნიემ გუშინ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი შეაფასა და იქ მომხდარ არეულობას ”დემოკრატიის შეურაცხყოფა” უწოდა. მისი თქმით ძალადობა არის დაუშვებელი და მითუმეტეს დეპუტატებზე.
ფურნიეს ამ განცხადებას მოჰყვა განცხადებები ქართველი ოპოზიციონერებისგან, ისინი ელჩს ხელისუფლების ქმედებების შეფასებასაც ურჩევენ და მოუწოდებენ პროვოკაციული განცხადებები არ გააკეთოს.
ამასობაში, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთა და მისი ლიდერი, რევოლუციური ენერგიის ლამპარი დაჩი ცაგურია, გააქტიურდნენ და ფურნიესთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტეს. ცაგურია და მისი გუნდი სირცხვილის დერეფანს გაუკეთებენ საფრანგეთის ელჩს და ამით მის სიტყვებს დაგმობენ.
სირცხვილის დერეფანში ასევე იდგებიან ”სეფას ბიჭები,” რომლებიც ნიშნის მოგებით უმღერებენ ფურნიეს, რომ ”თბილისის ანძა ჯობია ეიფელს.”
დაჩი ცაგურია დეპუტატებს კეჩუპით ემუქრებასაქართველო ახალგაზრდობის სახე და რევოლუციური ენერგიის ლამპარი დაჩი ცაგურია დეპუტატებს კეჩუპით გაწუწვით ემუქრება. მისი განცხადებით მომავალ აქციებზე ისინი წყალთან და კვერცხებთან ერთად კეჩუპსაც მოიტანენ და სწორედ ამ სუბსტანციით გაუსწორდებიან უსირცხვილო სუბიექტებს.
ამ მუქარას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა: ”სახეზეა ოპოზიციის მიერ ეროვნული ღირებულებების უარყოფა. იქ სადაც გაქვს მეგრული აჯიკა და კახური საწებელი, ადამიანი კეჩუპს არ უნდა ისროდეს” დასძინა ბაქრაძემ და ხელი ჩაიქნია.
მიხეილ სააკაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს ხვდებადღეს შეხვედრა შედგა საქართველოს დეფაქტო და დეიურე პრეზიდენტებს შორის. შეხვედრა რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი; პირველი ეტაპი არის მისალმება - პრეზიდენტები ერთმანეთს ახედ-ჩახედავენ, რეზიდენციას წრეს დაარტყავენ და ერთმანეთს ფრთხილად ჩამოართმევენ ხელს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაჩეჩილაძეს ფარული კამერა აქვს მიმაგრებული და სააკაშვილის ყოველი ნაბიჯის ჩაწერას აპირებს. თუმცა სააკაშვილის მიერ დაქირავებული მოჯეიმსბონდო პიროვნებები, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალზედ პროფესიონალურად გეგმავენ საქართველოში ჩატარებულ საპოლიციო ოპერაციებს. ეცდებიან გაჩეჩილაძის აპარატურის განეიტრალებას.
ამ შეხვედრით უკმაყოფილოა ოპოზიციის დედა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება პარიზში, ივსენ ლორანის ახალი კოლექციის დასათვალიერებლად. ასევე უკმაყოფილოა, ქართველი ნაციონალ-სოციალისტი, ამჯერად დროებით კონსერვატორი ზვიად ძიძიგური. გაჩეჩილაძეს მხარს მხოლოდ დავით გამყრელიძე უჭერს, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვობის ძმაკაცები არიან.
ჩვენი პოლიტიკური ექსპერტი ქიშვარდი მამისაშვილის აზრით ეს ოპოზიციის ბოლო შანსია; თუმცა საკაშვილისგან სერიოზულ დათმობებს არ უნდა ველოდეთ, რადგან ოპოზიციამ თავისი თავი ამოწურა და მას აღარ აქვს რეალური ძალა. ”რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო” დასძენს მამისაშვილი.
ქართული ქუჩურ ბიჭ-ბუჭური საუბრები და ჰომოსექსუალიზმიქართული ქუჩა ერთ-ერთი იმ ამოუხსნელ ფენომენთაგანია, რომელიც ჩვენს საზოგადეობაში ჯერ კიდევ აქტუალურია. ისე ძლიერად არა, როგორც ადრე იყო, მაგრამ ფესვები ჯერ კიდევ ამოსაძირკვია. ამ ფენომენში მრავალი საინტერესო ასპექტია და სოციო-კულტურული კვლევებისთვის საკმაოდ საინტერესო სფეროა. ”ქურდული” და ”კაი ბიჭური” ერთობ მდიდარი სუბ-კულტურაა, თავისი ტერმინოლოგიით, სიმბოლიკით, ადათ-წესებით და ა.შ.
დღეს თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ამ სუბ-კულტურის ერთ-ერთ ელემენტზე: ბიჭ-ბუჭურ საუბრებზე, ე.წ. ”ჩამჭრელ კითხვებზე.” ბოლო დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ ამ სფეროში გამოსჭვივის ჰომოსექსუალიზმის ელემენტები. მაგალითად: ”ჩაჭრილ” ანუ ყველაზე დაბალი სტატუსის ადამიანს უწოდებენ ”ფალოსს.” ასევე ხშირია ადამიანების მოხსენიება ”ანუსის” შესატყვისი ტერმინებით და ა.შ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, თქვენს ყურადღებას ამჯერად ”ჩამჭრელ” კითხვებზე შევაჩერებ.
1. რა გირჩევნია, ფალოსზე იჯდე და ტორტს ჭამდე თუ ტორტზე იჯდე და ფალოსს ჭამდე? - ეს შეკითხვა ერთ-ერთი ყველა პოპულარულია. როგორც ხედავთ გამოსავალი არ არსებობს, კითხვის ადრესატს ან ორალური სექსი ემუქრება, ან ანალური. თანაც აქვე ფიგურირებს სიამოვნების ფაქტორიც – ტორტი. ეს შეკითხვა ძირითადად ხუმრობით ისმება, საძმაკაცოში და საახლობლოში. სავარაუდოდ ეს შეკითხვა, ნიადაგის ერთგვარი მოსინჯვაა. კითხვის დამსმელს აინტერესებს რამდენად მისაღებია თანამოსაუბრესათვის, ამ საკითხზე ხუმრობა და ფიქრი. თუ პირველი ნაბიჯი წარმატებით გადაიდგა მაშინ მას მოსდევს სხვა ნაბიჯები.
2. შენს ძმაკაცს ფალოსზე გველმა რომ უკბინოს, შხამს ამოუწოვ თუ არა? – ისევ ორალური სექსი. ამჯერად საკითხი უფრო მწვავედ დგას. აქ კითხვის ადრესატი დგება არჩევანის წინაშე, ან მეგობრის დაკარგვა, ან ორალური სექსი. აქვე მახსენდება ”თუ მის ქორწილში არ წავალ, აუცილებლად დავკარგავ”.
3. ამავე კატეგორიას განეკუთვნება შეკითხვა -”კაი ბიჭის” ფალოსი თუ გჭერია ხელში?ეს მცირედი ჩამონათვალია ასეთი ტიპის შეკითხვებისა; ფაქტია, რომ ქართულ სუბ-კულტურაში სჭარბობს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები. იქნებ ქართული საზოგადეობის ჰომოფობიაც, მის ლატენტურ ჰომოსექსუალიზმს უკავშირდება?
მიხეილ სააკაშვილი: “ქვეყანაში არეულობის მცდელობას უცხოეთში მცხოვრები კრიმინალები აფინანსებენ”საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განხაცხადებით, ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვთ რუსეთში მცხოვრებ კრიმინალებს, კერძოდ კი კანონიერ ქურდებს. სააკაშვილის განცხადებით სწორედ ისინი აფინანსებენ ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს, რომელთანაც ძველი ქურდული კავშირები აქვთ.
- ”ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მითხრა, მე ქურდული ოჯახის წევრი ვარო! ნამდვილი ტრადიციების მიმდევარი და ქურდულ კვალზე ვდგავარო” აცხადებს სააკაშვილი, ”მე გავიკვირვე და ვუთხარი - კი მაგრამ რანაირი ქურდულია 24 საათი ტელევიზორში და მიტნგზე ღრიალი მეთქი. როგორ ფიქრობთ რა მიპასუხა? არაფერი! გაისუსა და გაიძურწა!”
სააკაშვილმა რამდენიმე ქურდს არაქურდობა დასწამა და ფულით მოპოვებული სტატუსები დაუწუნა: ”მე თავს არასოდეს დავუხრი ვიღაც ”აპელსინებს,” 5’000 დოლარი და ლურჯი ”დევიატკა” რომ დაუჯდათ თავისი ქურდული სტატუსი. არც იმ ძალით ქურდებს გავაჭაჭანებ საქართველოში, ვინც ბაზრების და ქარხნების წილებში სხედან.
ერთად-ერთი შედარებით ნორმალური ქურდია ”საშა სევერი” და ისიც ზის, იმიტომ რომ ფული არ აქვს რომ გადაიხადოს, ესენი კიდე დაგრიალებენ. ბოლო სუფთა ქურდული ტრადიციის მატარებელი კაცი მოკვდა 1992 წელს, ბელი ლებედში, საშა ბრილიანტზე ვასაუბრობ, ვანო იცნობდა მას. მე მინდა მოვუწოდო ვიღაც ძალით ქურდებსა და ძალით კაი ბიჭებს, ნუ ეცდებიან ჩვენს პროვოცირებას! სანამ თქვენ მიდიოდით მე უკვე მოვდიოდი!”, – დასძინა სააკაშვილმა”.
თუ კიდევ არ გჯერათ, რომ საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ ყველანი საოცრები ვართ, მაშინ დაელოდეთ მომავალ კვირას, რომელიც ახალ, მართალია ირეალურ, მაგრამ მაინც უამრავ საოცრებას გვპირდება!


[მურმან ეკალაძე, presa.ge]