სექსუალორმა მანიაკმა არასრულწლოვანების გაუპატიურება სცადა

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ორი ახალგაზრდა გოგონა სექსუალურ მანიაკს გადაეყარა. ეს ამბავი რეალური, რომ არის ამას წყალი არ გაუვა, რადგან ჩვენს რედაქციას თვითმხილველები ესტუმრნენ და მომხდარის შესახებ უამბეს. გოგონებმა აგრეთვე გვთხოვეს ჩვენი ნამდვილი ვინაობა არ გაამჟღავნოთ, თორემ პრობლემები შეგვექმნებაო. პირობითად, რესპონდენტებს ნათია და ლიზით მოვიხსენიებთ. 

"ღია ბოქლომის" რედაქცია მონათხრობით შეშფოთებულია და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ბოტანიკურ ბაღში ყოველდღიურად ჩვენი დედები, დები და ახლობლები სეირნობენ, ან როგორც ამ შემთხვევაში, ვარჯიშობენ; თუ მსგავსი ფაქტები სისტემატუურ სახეს მიიღებს და პერიოდულად გაგრძელდება, მოგვიწევს მანდილოსნებთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიას აღარ მივეკაროთ. მეტიც ახლობლებსაც უნდა ავუკრძალოთ სეირნობა ზუგდიდელებისთვის საყვარელ ბოტანიკურ ბაღში. მოკლედ, ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ ახლა ნათია და ლიზის მონათხრობს უკომენტაროდ გადმოგცემთ. 

-გოგოებო, თუ შეიძლება გვიამბეთ რა მოხდა დადიანისეული სასახლის ისტორიულ ტერიტორიაზე? 

ნათია: მე და ლიზი ყოველ დილით, ფორმის შენარჩუნების მიზნით ვვარჯიშობთ და ბოტანიკურ ბაღში დავრბივართ, რადგან ეს ტერიტორია ყველაზე მშვიდია და თან თავს დაცულად ვგრძნობთ. დაახლოებით დილის 8 საათი იქნებოდა, როდესაც ბაღის, ყოფილი ადმინისტრაციის შენობას მივუახლოვდით გზას სირბილით ვაგრძელებდით და რადგან დავიღალეთ დროებით შევჩერდით. უეცრად ხეს ამოფარებული უცნობი მამაკაცვი შევნიშნეთ, დაახლოებით 45 წლისა იქნებოდა, ნახევრადმელოტი და საშუალო სიმაღლის იყო. 

ლიზი: როგორც კი დაგვინახა ხეს ჩამოშორდა და ჩვენკენ წამოვიდა, გონზეც ვერ მოვედი იმდენად სწრაფად გაიხადა შარვალი და ჩვენკენ სვლა განაგრძო თან მასტურბაციას ეწეოდა. 

ნათია: თავზარი დამეცა, პირველი რაც მოვიფიქრე გაქცევა იყო, ლიზის გადავულაპარაკე და სწრაფად ვცადეთ იქაურობას გავცლოდით, მაგრამ მამაკაცი უკან გამოგვედევნა, გაუგონარ სიტყვებს მოგვძახოდა და გაჩერებისკენ მოგვიწოდებდა, ერთ მომენტში წამოგვეწია კიდეც. 

ლიზი: ნათიას მხარზე ხელი ჩაავლო და წააბორძიკა მე, რომ არ მივშველებოდი, ალბათ საშინელება მოხდებოდა, თან ახლომახლო არავინ სჩანდა. ოროვენი მთელი ხმით ვყვიროდით და შველას ვითხოვდით, მაგრამ... როგორც იქნა ის ნაძირალა უკან ჩამოვიტოვეთ და შემოფარგლულ ტერიტორიას გამოვცდით. 

ნათია: შოკში ჩავცვივდით ერთმანეთს ვუყურებდით და ხმას ვერ ვიღებდით. 

ლიზი: გადავწყვიტეთ ეს ამბავი მშობლებისთვის არ გვეთქვა და რაც მთავარია პოლიციასაც არ მივმართეთ, რადგან ორივე არასრულწლოვანი ვართ და პოლიციას მშობლის გარეშე როგორ უნდა მიმართო?!. ამიტომ ამ ინფორმაციას თქვენ მოგაწვდით, იქნებ პოლიცია დაინტერესდეს და ჩვენი ჩარევის გარეშე დააკავოს დამნაშავე. 

ნათია: პიირადად მე იმ დღის შემდეგ აღარ გამჩენია სურვილი სავარჯიშოდ ბოტანიკურ ბაღში წავსულიყავი, ისტერიული შიში მაქვს. ალბათ ის პიროვნება ასე ყოველდღიურად იქცევა, გოგოები კი როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა, ალბათ არ ახმაურებენ... 

"ღია ბოქლომის" რედაქცია სამხარეო პოლიციის უფროსს თენგიზ გუნავას და რაიონული პოლიციის ხელმძღვანელს კობა ნარსიას მიმართავს და მოუწოდებს მოახდინონ სასწრაფო რეაგირება, რათა დაკავებულ იქნეს მოძალადე მანიაკი, რომელიც ზუგდიდელებს სულიერ და ფიზიკურ საფრთხეს უქმნის.

დაჩი კვიკვინია

["ღია ბოქლომი" #5,9]

უკან